четверг, 7 сентября 2017 г.

დღე-პირველი


    დღეს  დავიწყეთ პროექტებით სწავლებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების ტრენინგი.  ტრენინგით ვიყავი დაინტერესებული და კმაყოფილი ვარ რომ ვესწრები ტრენინგს.
    ტრენინგი შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა, ტრენერი საინტერესოდ  და ამომწურავად გვაწვდის ინფორმაციას. მასალის სირთულის მიუხედავად ტრენინგზე გარემო სასიამოვნო და ხალისიანია, რაც ტრენერის კომუნიკაბელობისაგან დაკეთილგანწყობიდან გამომდინარეობს.
   მიმოვიხილეთ ელექტრონული სახელმძღვანელო, გავეცანით 21-ე საუკუნის სწავლების ტექნოლოგიებს, ვნახეთ პროექტების ნიმუშები, გავეცანით პროექტის შაბლონს. მიმოვიხილე პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა. მეცადინეობა სამაოდ საინტერესო იყო. ვისაუბრეთ საშინაო დავალებაზე პროექტის იდეასთან დაკავშირებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий